2020-04-04 18:04:06, 16152 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 2 კვირით გახანგრძლივდა
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით, კერძოდ, 26 აპრილამდე გახანგრძლივდა.
აღნიშნულის შესახებ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამეცნიერო კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეპსანეთის პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პარლამენტს უკვე მიმართა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით 809 ადამიანი დაიღუპა. კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებლმა ესპანეთში 11 744-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 124 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან