18:32 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 15:31:55, 5713 ნახვა

ომი უკრაინაში
"ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალის" წარმომადგენელი - ჩვენ მზად ვართ ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

ეკა აზარაშვილი, საუნივერსიტეტო "ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალის"  წარმომადგენელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.


მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკას გააჩნია 125 საწოლი და 18 სასუნთქი აპარატი.


"საზოგადოებას ეხლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და კონსოლიდაცია. ჩვენ მზად ვართ ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და აღმოვუჩინოთ სათანადო დახმარება.


ჩვენ პრემიერ მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩვენთან არსებული საწოლ ფონდისა და სასუნთქი აპარატების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოში კოორდინირებული მუშაობისთვის და ღონისძიების დასაგეგმვად. 
ჩვენ გვაქვს  125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის 26  საწოლს და 18 სასუნთქი აპარატი. 


დღევანდელ შეხვედრაზე, იმ პრობლემურ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებს ყველა კლინიკას. ეს არის აუცილებელი სახარჯი მასალების დეფიციტი ბაზარზე და ჩვენ მივიღეთ მთავრობის მხარდაჭერა შესაბამისი აღჭურვილობით, აუცილებელი სახარჯი მასალის უზრუნველოყოფის შესახებ. 
მოვუწოდებ მომმარაგებელ კომპანიებს, რომ მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალების სწორი განაწილება", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics