17:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 19:44:18, 971 ნახვა

მსოფლიო
დანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

დანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, - ამის შესახებ France24 იტყობინება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაციები კოპენჰაგენსა და დედაქალაქის მიმდებარე რაიონებში ჩატარდა.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები სირიაში იმყოფებოდნენ და ევროპაში თავდასხმების განსახორციელებლად დაბრუნდნენ.

რეიდების დროს სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სპეცოპერაციის დამატებით დეტალებს გამოძიება ჯერჯერობით არ ახმაურებს.

ცნობილია, რომ დაკავებულები სასამართლოს წინაშე პირველად ხვალ წარსდგებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics