00:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 21:01:12, 18317 ნახვა

ომი უკრაინაში
ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანზე გამოცადეს

სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, ჯანმრთელ ადამიანზე 44 წლის ჯენიფერ ჰალერზე, პირველად გამოსცადეს ექსპერიმენტალური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - ჯენიფერი, პრეპარატის მიღების შემდეგ განცდილ შეგრძნებებზე და ეფექტებზე „The Telegraph” - ს ესაუბრა.

მისი თქმით, ის ვერ ხვდებოდა, რომ საშიშ ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას. მას ყველა ის რისკი გააცნეს რაც პრეპარატის მიღებას შეეძლო გამოეწვია. ამერიკელი პაციენტის თქმით, პრეპარატი ნომრით RNK-1273 გრიპის ვაქცინას ჰგავდა, მას არანაირი ტკივილი და გაღიზიანება არ უდან გამოეწვია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სასარგებლო ვყოფილიყავი“, - განაცხადა მან.

ჯენიფერი ასევე აღწერს, თუ რა ემართებოდა ვაქცინაციის შემდეგ.

„პირველ დღეს ტემპერატურა მქონდა ორგანიზმში მომატებული, მეორე დღეს ხელი მტკიოდა ძალიან, მაგრამ ამით მორჩა, შემდეგ ყველაფერი კარგად იყო“, - განაცხადა პაციენტმა.

„The Telegraph” - მა განმარტა, რომ ქალბატონი კარანტინში, რამდენიმე დღით დატოვეს უსაფრთხოების გამო. რამდენიმე ხნის შემდეგ, მას განმეორებით გაუკეთეს ვაქცინა, როგორც დანარჩენ 44 გამომცდელს, რომლებიც სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. მათ ექიმები მომავალი წლის შემოდგომამდე დააკვირდებიან.

ადამიანებამდე, RNK-1273 ცხოველებზე დატესტეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს ადამიანებზე გამოეცადათ - წერს „The Telegraph”.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics