21:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 20:56:22, 18050 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ასეულ ინფიცირებულებზე თუ არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა

ასეულ ინფიცირებულებზე თუ არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ყოველდღიურად 30-ზე მეტი პაციენტი არ მოემატება, პიკის პერიოდი შესაძლოა ისე გადავიატოთ, რომ 440 საწოლი საკმარისი იყოს.

„ამ ეტაპზე 290-ზე მეტი პაციენტი არ არის. თუ ასე გაგრძელდება და არ მოემატება 30-ზე მეტი და გაეწერება კიდევაც ყოველდღიურად, პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ 440 საწოლი საკმარისი იყოს. თუ არადა არის მეორე გეგმა ა, ბ და ა.შ, 3000-ზე მეტი საწოლია. თუ ასე გაგრძელდება რესურსი გვეყოფა. მთავარია, რომ ასეულებზე არ გადავიდეთ. ასეულ ინფიცირებულებზე თუ არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა. გარკვეულწილად მივიღეთ გამოცდილება ამ პაციენტების მართვის, 100-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული კრიტერიუმებით მათი სიმძიმე, პროგნოზირება, ვისთან რა შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება უკმარისობის შემთხვევაში გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს გაკეთდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics