14:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 15:56:38, 675 ნახვა

სამხედრო
„კრწანისში“ რადიოდაზვერვის სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რადიოდაზვერვის სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის  ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 სამხედრო მოსამსახურეს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ  და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მუშკუდიანმა მიულოცეს.  მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და   აღნიშნული კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სწავლება 15 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.  ორი სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 9 სამხედრო მოსამსახურემ ერთი თვის განმავლობაში რადიოტექნიკური დაზვერვისა რადიოელექტრონული ბრძოლისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაიღრმავეს.  კურსი ორი სასწავლო მოდულისგან შედგებოდა. სწავლების მონაწილეებმა თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, დამამთავრებელი გამოცდები, კურსის დასრულების შემდეგ კი, კომპლექსური გამოცდები ჩააბარეს. სწავლება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის  უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის დისლოკაციის ადგილზე, გარდაბნის რაიონის დაბა გიგანტში მიმდინარეობდა.

 სწავლების მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები პოლკოვნიკმა  როინ ფაილოძემ და  გენერალური შტაბის  დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი კვირიკაშვილმა გადასცეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics