01:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-18 00:26:33, 8783 ნახვა

Lifestyle
ლე­გენ­და­რუ­ლი არე­ტა ფრანკლი­ნი გარდაიცვალა

ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი არე­ტა ფრანკლი­ნი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "სო­უ­ლის დე­დო­ფა­ლი" სა­კუ­თარ სახ­ლში, დეტ­რო­ი­ტში ახლობლების გარემოცვაში იმყოფებოდა.

2010 წლიდან არეტა ფრანკლინს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის გამო ფრანკლინი გასული წლიდან ჩამოშორდა მუსიკალურ მოღვაწეობას. ბოლო კონცერტი 2017 წლის ნოემბერში ელტონ ჯონის აივის ფონდის მხარდასაჭერად გამართა ნიუ იორკში.

მუსიკალური ჯილდოების გარდა, არეტა ფრანკლინი ფლობდა პრეზიდენტის თავისუფლების მედალს, რომელიც მას ჯორჯ ბუშმა გადასცა. როგორც ყველა დროის საუკეთესო ხელოვანი, ის ბილ კლინტონმა დააჯილდოვა.

არეტა ფრანკლინმა პრეზიდენტის ინაუგურაციის სამ ცერემონიაზე იმღერა და ბოლო გამოსვლა ბარაკ ობამას მიუძღვნა.

მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია არეტა ფრანკლინის 75 მილიონი ჩანაწერი. ფრანკლინი 18 გრემის მფლობელია.

არეტა ფრანკლინის კარერა 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი ცნობილი ჰიტებია Respect, Think, I Say a Little Prayer, (You Make Me Feel Like) A Natural Woman. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics