19:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 16:56:04, 674 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფების მონახულება დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, თინათინ ხიდაშელი გენერალური შტაბის უფროს, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, შესაძლებლობების, სასწავლო პროგრამებისა და ახალი კურსების დანერგვის გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს ცენტრის ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაათვალიერეს და შუალედური და  სამეთაურო-საშტაბო კურსების მსმენელებს შეხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics