2015-04-20 12:19:09, 693 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უკრაინაში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
"მინდა მწუხარება გამოვთქვა უკრაინაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სახელმწიფო გადმოსვენების ხარჯებს თავის თავზე აიღებს",-აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში ორი დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მოხალისედ მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან