17:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 19:19:45, 742 ნახვა

სამხედრო
საქართველოს პრეზიდენტი „დიდგორი - 2016“-ის სწავლებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა, სადაც საშტაბო სწავლების „დიდგორი - 2016" ღია კარის დღე გაიმართა.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სწავლების შესახებ ბრიფინგს დაესწრო, რის შემდეგაც  გენერალური შტაბის მართვის პუნქტი და უშიშროების საბჭო დაათვალიერა.

სწავლების პროცესში, რომლის მიზანი ხარვეზების აღმოჩენა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების გატარებაა, 700 სამხედრო პირი და ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობს.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სწავლებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics