19:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 16:18:43, 707 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლება დასრულდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ორივე სარდლობის ოფიცრები და სერჟანტ-კაპრალები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, სწავლების პირველი კვირა თეორიულ ნაწილს დაეთმო, მეორე ნაწილში კი სამხედრო მოსამსახურეებმა ველზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს.

წვრთნებისას ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალების დამუშავება, ტრანსპორტირებისას მისი კლასიფიკაცია და საბრძოლო მასალის საველე პუნქტის მოწყობა შეისწავლეს.

სწავლებას გენერალური შტაბის ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა დაესწრო.

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics