17:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:35:16, 703 ნახვა

სამხედრო
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის წევრებისთვის კულტურული ტური გაიმართა

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 120-მა რეკრუტმა, რომლებიც დროებით ახალციხის სატანკო ბაზაზეა არიან განთავსებულნი, კულტურული ტურის ფარგლებში ხერთვისის ციხე-სიმაგრე და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი დაათვალიერეს. ისტორიული მემკვიდრეობის დათვალიერების პარალელურად, რეკრუტებმა ხერთვისის ციხე-სიმაგრე დაასუფთავეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძის განცხადებით, კულტურული ღონისძიებების მთავარი მიზანი ჯარის საზოგადოებასთან ინტეგრირება და სამხედროებისთვის ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობაა.

„ბევრი რეკრუტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა და მათ ხშირად არ აქვთ საშუალება, მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლები. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ცდილობს, სამხედრო ცხოვრების პარალელურად დაგეგმოს და სისტემატურად განახორციელოს კულტურული ტურები, რაც ხელს უწყობს ჯარისკაცის კულტურულ-შემეცნებითი დონის ამაღლებას და მათ სამოქალაქო აქტივობას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics