2026-01-30 17:32:12, 433 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა
აშშ-ში ზამთრის შტორმის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ABC News-ის ინფორმაციით, მათი უმეტესობა ავტოსაგზაო შეთხვევებს ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, სტიქია განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნის სამხრეთ შტატებშია. მათივე ინფორმაციით, სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.
მისისიპიში სტიქიას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. შტატში 95 000 აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ტენესის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი, მინიმუმ, 13 დაღუპულის შესახებ იუწყება, ლუიზიანაში კი სტიქიას, სულ მცირე, 9 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, მედიის ცნობით, ნიუ იორკში, მინიმუმ, 10 ადამიანი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,