05:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-02 21:07:56, 786 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა

იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის  შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპული 63 წლის მოლდოვას მოქალაქეა. დაშავებულთა შორის 68 არასრულწლოვანია.

როგორც მედია წერს, ნეაპოლში 24 წლის მამაკაცმა ფეიერვერკის გასროლის შედეგად სამი თითი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი კიდევ ერთი ფეიერვერკი გაისროლა, დაიზიანა თვალი და კვლავ სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ახალი წლის ღამეს მეხანძრეებმა 770 ზარს უპასუხეს, რომელთაგან ყველაზე მეტი, 114 ემილია-რომანიაში დაფიქსირდა.

ფლორენციაში, სოლიჩიანოს ციხეში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხუთი პატიმარი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics