03:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 13:40:48, 1206 ნახვა

საზოგადოება
2026 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კვლავ 101 მლნ ლარი იქნება

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 101 მლნ ლარი იქნება, ანუ ზუსტად იმდენი, რაც 2025 წლის გეგმით არის გათვალისწინებული.

2023 წელს მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალა და გააუქმა მშპ-თან თანაფარდობის მოდელი, რომლითაც მაუწყებელი თითქმის 15 წლის განმავლობაში ფინანსდებოდა. ძველი წესით მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება [მშპ] არანაკლებ 0.14% უნდა ყოფილიყო, ცვლილებების შემდეგ კი საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 64-ზე გამრავლდება.

კანონის მიხედვით, დაფინანსების ახალი წესი ასეთია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ იმ თანხის ოდენობისა, რომელიც მიიღება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნული წინა წლის დასაქმებული ფიზიკური პირების რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის − 64 ლარის ნამრავლის სახით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას აჭარის ტელევიზიასა და რადიოსაც უნაწილებს. ახლა ისინი მთლიანი დაფინანსების 16%-ს იღებენ, თუმცა 2026 წლიდან, როდესაც ახალი ფორმულა შევა ძალაში, მთლიანი ბიუჯეტის 21%-ს მიიღებენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, სარეკლამო შემოსავლებიც აქვს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 200 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics