09:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 14:16:11, 2273 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის საელჩო - გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რ.იაკოვენკომ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. 

"მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე  შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  993 წლის 1 ივნისს მოძმე ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის დამცველად დაღუპული უკრაინელი გმირის, მიკოლა ობერტინსკის ხსოვნის პატივსაცემად, საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ სასაფლაოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცის საფლავი მდებარეობს.
გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია! - წერს უკრაინის საელჩოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics