13:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 14:06:59, 880 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კურიერების აქცია მიმდინარეობს

სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულმა კურიერების ნაწილმა საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტი შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნებია გაჟღერებული.

ისინი საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის

და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.

კურიერები უწყებებში შეტანილ წერილში ეჭვს გამოთქვამენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში არიან დასაქმებულები, შესაძლოა საქართველოში მუშაობის ნებართვა არ აქვთ.

„ბოლო ერთი წლის წლის განმავლობაში შესამჩნევია, რომ ორმა კომპანიამ ე.წ. “პარტნიორის ხელშეკრულება” გააფორმეს და კურიერად მუშაობა დააწყებინეს უცხოეთის მოქალაქეებს ისე, რომ შესაძლოა, არ ჰქონდეთ “უცხოელთა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “დ.ა.” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლეგალურად მუშაობისთვის აუცილებელი საიმიგრაციო D1 კატეგორიის ვიზა. ასევე, სავარაუდოა, რომ “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების საწინააღმდეგოდ შპს “გლოვოაფფ ჯორჯიას” და “ვოლტ ჯორჯიას” შრომითი იმიგრანტების რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის. ისიც შესაძლებელია, რომ თავად კურიერებსაც არ ჰქონდეთ საქართველოში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის უფლება, თუმცა არიან და მუშაობენ.

2025 წლის 22 მაისს საჩივრებით მივმართეთ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურსა და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ პრობლემაზე და დაიწყონ ინსპექტირება/გამოძიება“,- აღნიშნულია წერილში.

მანამდე კურიერებმა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

კურიერების განმარტებით, ისინი ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ყოველ ხუთშაბათს “ვოლტი” და “გლოვოს” კურიერები არ გამოიძახონ.

ამასთან, როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პარლამენტში დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics