2025-05-20 21:21:47, 1507 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!“
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები უკვე 174- ე დღეა მიმდინარეობს.
შეკრებილებს, მსვლელობის ის მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,