2025-04-16 12:10:24, 620 ნახვა
საზოგადოება
ლილო მოლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
თვითმხილველების ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 30-მდე მაღაზია დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხანძარი დილით, 08:30 საათზე გაჩნდა.
„ზარალი ძალიან დიდია. შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი...დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, შარვალ-კოსტიუმები.
ეს ყველაფერი ჩემს წინ ხდებოდა. გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. დღეს რომ ჩართეს შუქი, ვიღაცას „პლიტა" ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა", -აღნიშნავს თვითმხილველი „ტვ პირველთან“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,