02:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 21:00:09, 523 ნახვა

სამხედრო
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა და სამინისტროში წარმოებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა და სამინისტროში წარმოებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. მინისტრის მოადგილემ განათლებისა და ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები წარმატებას, სწორედ, ცოდნის საფუძველზე უნდა აღწევდნენ.

„დღევანდელი დღით სრულდება „ცოდნის კვირეული“, რომელიც წელს პირველად გამოვაცხადეთ სამინისტროში იმისთვის, რომ ხაზი გაგვესვა, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ცოდნას ჩვენს პიროვნულ წარმატებაში და ასევე ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებასა და წინსვლაში. დღეს წარმოვადგინეთ კვლევა, რომელსაც აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო. აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სამინისტროში მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა და უწყება მოწოდებულია, რომ ამ ტიპის საქმიანობას მხარი დაუჭიროს მომავალშიც“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი კვლევებს ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროსა და ლეიდენის უნივერსიტეტთან ერთად აწარმოებს. კვლევები სამხედრო სპეციფიკასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების კულტურალური ასპექტების შესწავლას ეხება და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დეპრესიის, შფოთვის და სოციალური ჩივილების გავრცელების და ურთიერთკავშირის შესწავლას მოიცავს.

„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლის, ისტორიის დოქტორის, პოლკოვნიკ არჩილ ჩაჩხიანის სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის მონოგრაფიას - „რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ იტიჰადისტური ენიგმა 1920-1922)“.

დღესვე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სახელით სპეციალური მადლობები გამოუცხადა და სერტიფიკატები გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს სტამბის თანამშრომლებს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო დაწესებულების გამომცემლობის უფროსს ნინო დეკანოსიძეს კი მასზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მონეტა უსახსოვრა.

თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეული“ 17 თებერვალს გაიხსნა. კვირეულის მიზანი სამხედრო სამხედრო განათლების პოპულარიზაცია და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics