18:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 12:10:24, 579 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კადეტთა ლიცეუმის პედაგოგებთან სასწავლო პროგრამის, ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, პედაგოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძე კადეტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კადეტები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებითა და საგანმანათლებლო საკითხებით დაინტერესდნენ.

„განათლებული ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი საქართველოს განსავითარებლად - ჩვენი მომავალის მთავარი დასაყრდენი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პედაგოგიური მეთოდების დანერგვა, პედაგოგების მოსაზრებების მოსმენა, ახალგაზრდებისთვის იმის ახსნა, რომ ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს საშუალება, მივცეთ მათ საუკეთესო ცოდნა და განათლება, რომ ჩამოყალიბდნენ მაღალი უნარების მქონე სამხედროებად. სწორედ, ამ მიზნით ჩამოვედი აქ. ეს შეხვედრა არის იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ჩვენ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პირებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics