23:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:38:25, 1791 ნახვა

სპორტი
ომბუდსმენი: ნინო გვენეტაძე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

„მთავარი იყო კრიტერიუმები,უნდა ყოფილიყო კარგი მენეჯერი, პრინციპული და პროფესიონალი ადამიანი“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გვენეტაძე შეასრულებს დიდ როლს იმისთვის, რომ  მართლმსაჯულების რეფორმა დასრულდეს.

„მთავარი იყო კრიტერიუმები,  უნდა ყოფილიყო კარგი მენეჯერი, პრინციპული  და პროფესიონალი ადამიანი. მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო  ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მე იმედი მაქვს, რომ რეალურად  ის შეასრულებს  დიდ როლს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების  რეფორმა დასრულდეს და არავის არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე მის პრინციპულობას და პროფესიონალიზმს  ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ, წლების განმავლობაში ის სწორედ ამ ნიშნებით იყო გამორჩეული“,-განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა. 

ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა. 36 წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. წარდგინებაზე უარი განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ, თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics