2015-07-02 11:25:07, 896 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე biletebi.ge-ზე შექმნილ ვითარებას უპასუხისმგებლობას უწოდებს
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებით, biletebi.ge-ზე შექმნილ ვითარებას უპასუხისმგებლობას უწოდებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია და biletebi.ge ბილეთების გაყიდვის პროცესს უფრო მეტად მომზადებულები უნდა შეხვედროდნენ.
„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ჩემი შეხედულებით, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც მოხდა. ფეხბურთის ფედერაცია და biletebi.ge უფრო მომზადებულები უნდა შეხვედროდნენ ამ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთებიs გაყიდვის უფლება მისცეს”, - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან