2015-01-18 18:42:30, 1186 ნახვა
სამხედრო
დონეცკის აეროპორტზე შეტევისას დაზარალებული ქართველი სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია
უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას დაზარალებული ქართველი მოხალისე სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ექსპრესნიუსს" უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა სამხედრომ განუცხადა,ორი დაზარალებულიდან, ერთს კანტუზია აქვს მიღებული, ხოლო მეორე დაჭრილია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, 93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა.
თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან