2014-12-31 11:37:43, 1077 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის და შობის ღამეს თბილისის მეტროსა და საბაგიროს მუშაობა გახანგრძლივდება და უფასო იქნება
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს მეტროსა და საბაგიროს მუშაობა გახანგრძლივდება და ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრობა იქნება უფასო. კერძოდ, მეტროპოლიტენი 31 დეკემბრს 24:00 საათიდან 2015 წლის პირველი იანვრის 04:30 საათამდე იმუშავებს დამატებით, ხოლო “რიყისა და ნარიყალას” დამაკავშირებელი საბაგირო მგზავრებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2015 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება, ასევე, შობის ღამეს და 2015 წლის 6 იანვრის 24:00 საათიდან 2015 წლის 7 იანვრის 04:30 საათამდე და მომსახურება ასევე იქნება უფასო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან