04:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 18:55:45, 909 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მფრინავს, უზენაესი რადას დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ნადია უკრაინის სულის გაუტეხელობის და გმირობის სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ არის საჭირო უკრაინის დაცვა და სიყვარული, ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სავჩენკო ტყვეობიდან გავათავლისუფლოთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პოროშენკო იმედოვნებს, რომ მას საშუალება ექნება სავჩენკოს უკრაინის გმირის ოქროს ვარსკვლავი პირადად გადასცეს.

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის საჰაერო ძალების მფრინავი და დონბასში კონტრტერორისტულ ოპერაციაში იყო ჩართული. ის ივლისში პრორუსმა სეპარატისტებმა დაატყვევეს და რუსეთის ტერიტორიაზე გაიტაცეს. გამოძიება მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობას ედავება. ციხეში სავჩენკო უკვე მეორე თვეა შიმშილობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics