10:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 16:12:25, 1085 ნახვა

მსოფლიო
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს

კიევში უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ლდერები ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს პეტრო პოროშენკო პირადად მიესალმა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ლიდერებს შორის  არაფორმალური საუბრები გაიმართა. შეკრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და  სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა“ გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს.
დოკუმენტურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო

უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული და აღმოჩენილი 2014 წელს გამოშვებული ყუმბარმტყორცნები, რომლებიც არ იწარმოება უკრაინაში, ასევე ჯავშანტექნიკა და რუსეთში წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც 20 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნის ფოტოსურათებისა და კოორდინატების გადაცემა. 

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა სახელმწიფო ლიდერებს პეტრო პოროშენკომ პირადად დაათვალიერებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics