2026-04-04 17:38:16, 2622 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარეთლისკოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, რაზეც "თბილისი ენერჯიმ" სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის", - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,