2026-03-30 22:00:43, 1412 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე- ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან
ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან - წერს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე.
"ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ." - წერს კობახიძე.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბრისას საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,