2026-02-12 11:12:46, 794 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა.
ნიკა გვარამია 2025 წლის 13 ივნისს დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა 30 000-ლარიანი გირაო, რომელიც ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად ჰქონდა შეფარდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული. მას ოფიციალური ბრალით ედავებიან 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „ რადიკალიზაციის მიზნით ქუჩაში აქტიური პროცესების დაწყებას”. მას ბრალი საბოტაჟის მუხლით წაუყენეს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,