2026-02-05 12:01:53, 7501 ნახვა
სხვადასხვა
ოცნების დეპუტატი გენო პეტრიაშვილი ამერიკულ ორგანიზაცია RAF Wrestling-ს შეუერთდა
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა და თავისუფალი სტილით ჭიდაობის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF Wrestling-თან კონტრაქტი გააფორმა.
„ბრინჯაო 2016 წელს. ვერცხლი 2020 წელს. ოქრო 2024 წელს... @petro700 RAF-ს შეუერთდა“, - ნათქვამია RAF Wrestling-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
გენო პეტრიაშვილი ორგზის ევროპის ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. მან ბრინჯაო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლი 2020 წელს ტოკიოში და ოლიმპიური ოქრო 2024 წელს პარიზში მოიპოვა.
გორის ყოფილი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც შეუერთდა RAF Wrestling-ს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,