18:08 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 11:09:47, 5806 ნახვა

მსოფლიო
CNN: ევროპას ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის არაპროგნოზირებადი შედეგის ეშინია

ევროპელი ოფიციალური პირები პირადად ელიან დადებით შედეგს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე, თუმცა არაპროგნოზირებადი სცენარებისთვის ემზადებიან.

ამის შესახებ, CNN-ი წერს.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რომლებთანაც CNN-მა ისაუბრა, ევროპელი ლიდერები კვირას ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრას არ დაესწრებიან.

არხის ევროპელმა თანამოსაუბრეებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინელები უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებენ უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებისკენ.

ევროპელები შეხვედრისგან დადებით შედეგს ელიან, რადგან ისინი აშშ-უკრაინის ურთიერთობების ამჟამინდელ დინამიკას პროდუქტიულად მიიჩნევენ, იუწყება CNN, თუმცა აღიარებენ, რომ ტრამპთან ნებისმიერი შეხვედრის შედეგი არაპროგნოზირებადია.

„ტრამპთან დაკავშირებით დაბალი რისკის სცენარები არ არსებობს“, - განუცხადა CNN-ს ნატოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

არხის ამერიკელმა თანამოსაუბრეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა პროდუქტიული იქნება ამერიკელი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთკვირიანი ინტენსიური ძალისხმევის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ კვირას, 28 დეკემბერს, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics