15:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 23:26:39, 11820 ნახვა

პოლიტიკა
ცეცხლაძე: არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ

"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს მოძრაობა დაფიონი ავრცელებს.

"მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემს ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი.

ჩემი ქმედებები კი, არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება).

ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება.

შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის" - წერს ცეცხლაძე. მას რეჟიმმა სექტემბერში 2 წლით და 6 თვით თავისუფლება მიუსაჯა "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს".

ქართული ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თავის გადაცემაში "უცნობის კიდობანი" რეჟიმის პატიმრებზე ილაპარაკა და სთხოვა "აბსოლუტურად ყველას",  გაათავისუფლონ დაკავებული ახაგაზრდები წინასაახალწლოდ, "რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics