11:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 17:56:48, 770 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით დღეს, 18 აპრილს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა, რის ფარგლებშიც ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დათიაშვილმა კომისიის ფარგლებში ხელი მოაწერა ქართული თაფლის ექსპორტული განთავსების ნებართვას ჩინეთის ბაზარზე.

არსებული ინფორმაციით, განიხილება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების საკითხიც. 

"ლევან დავითაშვილმა და ლინ ძიმ ხელი მოაწერეს  საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს, კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას, ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით.

"ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს". - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics