16:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 13:10:10, 771 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილი არ არის, რის გამოც, კლინიკებსა და სხვა საჭირო ობიექტებში ვერ მიდიან.

მოქალაქეები ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.

„ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში არც წყალი გვაქვს და არც დენი, გზა საერთოდ არ არის გაწმენდილი. 9 თვის ორსული ვარ, რა დროს რა მოხდება, არ ვიცი. საერთოდ არ იწუხებენ თავს გზის გაწმენდისთვის, მამაჩემმა არაერთხელ დაურეკა გამგებელს, მაგრამ შედეგი ნულია”, - ამბობს მოქალაქე ხატია დავითაძე.

თავის მხრივ, ქობულეთის მერია სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ყველა უწყება აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს, რათა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics