11:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 15:26:48, 1176 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ში უკრაინის ელჩი - აქტიურად ვმუშაობთ ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის გუნდებს შორის შეხვედრებზე

შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდებს შორის შეხვედრებზე მუშაობს, - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ გამოცემა Suspilne-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამზადებთ შეხვედრებს და ზარებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება. უკრაინას (აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გუნდში) ბევრად მეტი კონტაქტები აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა მარკაროვამ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საუბარი ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრაზეც.

მისი თქმით, საელჩოს კარგი კონტაქტები აქვს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცთან, რომლებთანაც ტრამპის არჩევამდეც მუშაობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics