20:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 19:30:44, 454 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ტალინში, ესტონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის   საკონსულო სფეროში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

დელეგაციას საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ესტონეთის მხრიდან - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურ დირექტორი კერსტი ეესმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ესტონეთში, თეა ახვლედიანი.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა საკონსულო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics