17:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 11:36:59, 1195 ნახვა

რეგიონი
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.  მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე მოეწყო ეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები, რკინა-ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, წყალამრიდი ღარები, ასევე მოეწყობა საგზაო ნიშნები.

"პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008 ლარს შეადგენს. 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა,  პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეეძლებათ  სარგებლობა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics