|
2023-01-03 23:27:35, 2013 ნახვა
სპორტი
ლეგენდარული პელე მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს
ბრაზილიაში დაემშვიდობნენ ლეგენდარულ ფეხბურთელს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ პელეს, რომელიც 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. პელეს კუბოთი კორტეჟი სანტოსის ქუჩებში გადიოდა, სამხედრო პოლიციის მოტოციკლისტების საპატიო ესკორტის თანხლებით და ათასობით ფეხბურთის გულშემატკივარი. სანტოსი არის ქალაქი, სადაც პელე გაიზარდა და ცნობილი გახდა. მისი დებიუტი ადგილობრივ კლუბში მხოლოდ 15 წლის იყო და საფეხბურთო კარიერის უმეტესი ნაწილი სანტოსში თამაშობდა. ფეხბურთის მეფის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. რიო-დე-ჟანეიროს მერმა განაცხადა, რომ ცნობილ მარაკანას სტადიონზე მიმავალ ერთ-ერთ მთავარ გზას პელეს სახელი დაარქმევს. პელე ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებთან ერთად სამი მსოფლიო ტიტული მოიგო: 1958, 1962 და 1970 წლებში. ის ჯერ კიდევ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული მისი სამი რეკორდი ჯერ არ დამრღვევია.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)