00:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 19:06:20, 518 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ლიტვის სეიმის დელეგაციას შეხვდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილეებმა ლიტვის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ ანდრიუს კუბილიუსს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აუდრიონიუს აჟუბალისსა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო მდივან გინტარე ნარკევიჩიუტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები დელეგაციის წევრებს სასამართლო რეფორმასა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განიხილეს ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესების მიმდინარეობა. 

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში ლიტვის დელეგაციის ინიციატივით გაიმართა.

ცნობისთვის, ლიტვის სეიმის წევრები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დაგეგმილია ვიზიტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ლიტვის სეიმის დელეგაცია საქართველოს  4 თებერვალს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics