2020-10-26 13:26:51, 5155 ნახვა
High - Tech
ახალ iPhone-ს მოულოდნელი ფუნქცია აღმოუჩინეს
Apple-ს ახალი თაობის სმარტფონებს მოულოდნელი ფუნქცია აღმოუჩინეს. საქმე იმაშია, რომ მეთორმეტე თაობის iPhone-ებს ადამიანის სიმაღლის ზუსტი დადგენა შეუძლიათ. ფუნქცია მთლიანად პროგრამული ხასიათის გახლავთ და მისი გამოყენება მზომის *სახაზავი" პროგრამის ჩართვის შემდეგ შეგეძლებათ.
ახალ ფუნქციას კომპანია "კუპერტინო" არ უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სმარტფონებს ადამიანის სიმაღლის დადგენა საკმაო სიზუსტით შეუძლიათ.
ცნობილია აგრეთვე, რომ ძველ მოდელებს აღნიშნული ფუნქცია პროგრამულ განახლებებთან ერთად არ შეემატებათ, რადგან "ლიდარის" სენსორი მხოლოდ მეთორმეტე თაობის "აიფონებს" გააჩნია. კერძოდ აღნიშნული ფუნქცია iPhone 12 Pro, 12 Pro Max და ამა წლის მარტში წარდგენილ iPad Pro-ს ექნება.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან