გაბრიელი: შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების შემდეგ, არ მივიღებ ვიზალიბერალიზაციის მეტ შეყოვნებას
შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მე არ მივიღებ საქართველოს და უკრიანის ვიზალიბერალიზაციის მეტ შეყოვნებას,- ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრეილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ცნობისთვის, დღეს ე.წ შეჩერების მექანიზმის საკითხი კენჭისყრაზე უდნა გავიდეს.
ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ.