2020-11-05 00:08:23, 881 ნახვა
ისანში სიტუაცია დაიძაბა - სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება ისევ მოხდა
ისანში სიტუაცია დაიძაბა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების შედეგად ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი კაპანაძემ გონება დაკარგა.
არსებული ინფორმაციით, როგორც ადგილზე აქტივისტები აცხადებენ, სამამართალდამცავებმა გიორგი კაპანაძე დააკავეს.
ადგილზე იმყოფება ხატია დეკანოიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავებულების რაოდენობა მისი შტაბის წევრების ოთხიდან ექვსამდე გაიზარდა.
ამ დროისთვის ისანში სიტუაცია ისევ დაძაბულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,