00:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 18:15:54, 618 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლუდზე აქციზის შემცირების აუცილებლობას ვერ ხედავს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლუდზე აქციზის შემცირების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შესაძლებელია თუ არა აქციზის გადახედვა.

„ამ თემაზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, რადგან ამ საკითხის ანალიზი მიმდინარეობს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ აქციზის შემცირების აუცილებლობას“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების საკითხს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ის ბიზნესმენებს ამასთან დაკავშირებით არაერთხელ შეხვდა.

"მე არაერთხელ შევხვდი მათ, გასული წლების განმავლობაში ბევრჯერ მქონდა შეხვედრა. მათივე მოთხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics