2015-06-18 12:09:01, 607 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2422 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი დღეს 2.2422 ლარის ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2399 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, დღეს 1 ევროს შეძენა 2.5256 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5232 ლარს შეადგენდა. ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან