2015-06-17 16:46:45, 538 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2422 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.2399 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5256 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.5232 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან