00:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 14:07:45, 601 ნახვა

ეკონომიკა
Citibank-მა საქართველოს ბანკი საერთაშორისო გადარიცხვების შესრულების საუკეთესო ხარისხისთვის დააჯილდოვა

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (Straight Through Processing (STP)) საუკეთესო ხარისხისთვის Citibank–ისგან  ჯილდო STP Award 2014 მიიღო. 

 STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას ისე, რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება. ხსენებული ჯილდოს მიღება, არის საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს.
Citi-ი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელიც ემსახურება დაახლოებით 200 მილიონ კლიენტთა ანგარიშს და ოპერირებს 160–ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში. Citi აწვდის მომხმარებლებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის სამომხმარებლო საბანკო მომსახურებასა და დაკრედიტებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო მომსახურებას, ტრანზაქციებსა და დაგროვილი ქონების მართვას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.citigroup.com





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics