23:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 17:43:59, 552 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბრიტანული დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები იმყოფებიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანულ დელეგაციას გაერთიანებული ძალების განვითარებისა და თავდაცვის აკადემიის გენერალური დირექტორი, ვიცე-ადმირალი დუნკან პოტსი ხელმძღვანელობს.

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სიტყვით მიმართვისას, თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს როლზეც გაამახვილა ყურადღება.

სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციასა და რეფორმებზე პრეზენტაციები წარუდგინეს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოში მეორედ იმყოფება.

                





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics