02:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 17:53:00, 541 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხოელ სტუმრებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ღვინით დაასაჩუქრებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინიციატივით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი სტუმარი ერთი თვის განმავლობაში სააგენტოს მიერ ბრენდირებული ღვინით დასაჩუქრდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ფუნქციონირებად აეროპორტებში -თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით უცხო ქვეყნის მოქალაქეები 2012 წლის დაძველების საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული წითელი მშრალი ღვინის დაჭაშნიკებას შეძლებენ და ვიზიტორებს სააგენტოს სახელით სპეციალური ეტიკეტით დამზადებული ქართული წარმოების პროდუქტი გადაეცემათ. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ეტიკეტზე  ქართული ღვინის წარმოების კულტურისა და ძირძველი ტრადიციების გასაცნობად დატანილია მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები ვაზის კულტურის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ქართული ვაზისა და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით ინტერესის გაღვივებას ემსახურება.

საქართველოში ამჟამად მიმდინარე EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის პარალელურად,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით დაგეგმილი პოზიტიური კამპანია საექსპორტო პოტენციალს ერთი-ორად ზრდის და საზღვრებს მიღმა მნიშვნელოვანწილად ამაღლებს ეროვნული პროდუქციისა და მწარმოებელი კომპანიების ცნობადობას. ამავდროულად, აუმჯობესებს გარემოს საქართველოს სავაჭრო პერსპექტივების გაფართოების კუთხით და ხელს უწყობს ქვეყნის იმიჯის დადებითად წარმოჩენას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და აღნიშნულ რეგიონში უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში კი კონცენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვების კუთხით.
 
ხაზგასამელია, რომ აღნიშნული კამპანია პირველი არაა და  პრაქტიკა უკვე დანერგილია. გასულ წელს, წლის მიწურულს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით შეიმუშავა ხსენებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 47 000-მდე უცხოელ ვიზიტორს გადაეცა მათთვის საგანგებოდ დამზადებული საჩუქარი, რასაც მედია თუ სოციალური ქსელების საშუალებით საკმაოდ დადებითი და კეთილგანწყობლური გამოხმაურება მოჰყვა სიურპრიზის ადრესატების მხრიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics