21:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 15:30:17, 598 ნახვა

სამხედრო
ლევან კობიაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს ტურინგიის პროვინციის ქალაქ ბად ზალცუნგენში მდებარე სამხედრო ბაზაზე „ვერატალი“ გადის.

„ბერლინის ჰერტას“ საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ლევან კობიაშვილი ქართული ქვედანაყოფის მეთაურს, კაპიტან ირაკლი სურგულაძესა და პირად შემადგენლობას შეხვდა. მათ სტუმრებს სამხედრო ბაზა, გერმანული ჯავშანტექნიკა, საწვრთნელი არეალი და სასროლეთი დაათვალიერებინეს.

ლევან კობიაშვილმა ქართველი სამხედროების კითხვებსაც უპასუხა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ქართველ სპორტსმენთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ლევან კობიაშვილმა კი ქართველი სამშვიდობოები 16 მაისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინის „ჰერტა“ - „ფრანკფურტის” ბუნდესლიგის თამაშზე მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics